Loader Gif

logo

 
დასრულებული პროექტი
მიმდინარე პროექტი

სპეციფიკაციები

სპეციფიკაციები
სახლის კონსტრუქციული ელემენტები არმირებულია A500 არმატურით, რომელიც გამოირჩევა მაღალი მდგრადობით გაჭიმვის დროს.
სახლის ფასადი მოპირკეთდება ცემენტის ხსნარით, რომელიც შეიღებება ,,კაპაროლის“ბრენდის მაღალხარისხიანი საფასადე საღებავით.
ბინის კონტურის კედლები შენდება პერლიტის ბლოკით, რომელიც ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა, პერლიტის ბლოკს გვაწვდის კომპანია ,,ფარავან პერლიტი". პერლიტს ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები. ის საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60%მდე ენერგოეკონომიას. პერლიტის გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის მის სეისმურ მდგრადობას. პერლიტის ბლოკს ასევე გააჩნია მაღალი ცეცხლგამძლეობა. იგი არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში. პერლიტით აშენებული საცხოვრებელი სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემო.
კომპანია ,,ალბატროსის“ მიერ მოწოდებული ბულგარული წარმოების მასალით დამზადებული ხუთკამერიანი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, გერმანული წარმოების აქსესუარებით,უზრუნველყოფს თქვენს სახლში სითბოს შენარჩუნებას და ამასთან ზოგავს თქვენი გათბობის ხარჯებს. მაღალი ჰერმეტულობა და იზოლაცია შესაძლებელს ხდის დაგიცვათ ქალაქის მონოტონური ხმაურისაგან, რაც სახლში სიწყნარეს და სიმშვიდეს ინარჩუნებს. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარის ჰერმეტულობა ასევე გამორიცხავს ქუჩიდან ქარისა და შესაბამისად მტვრის შემოსვლას.
თითოეულ ბლოკში დამონტაჟდება გერმანულ-თურქული წარმოების ორი თანამედროვე ლიფტი: სამგზავრო- 630 კგ და სატვირთო- 1000 კგ ტევადობის, რომელიც შეესაბამება სტანდარტიზაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.