ჩვენი გუნდი

1
პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც, ქართულ ბაზარზე, 1999
წლიდან, მრავალპროფილიანი ბიზნესის მართვის წარმატებული გამოცდილება გააჩნია. რამდენიმე - სხვადასხვა
დროს შექმნილი კომპანია დღეს ეფექტურად
თანამშრომლობს როგორც საკუთარი, ასევე განსხვავებული პროფილის და მიმართულების ბიზნეს-ერთეულებთან და,
მათთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზით, ახორციელებს საინტერესო პროექტებს.
ჩვენი საქმიანობის
სფეროებია:
- სამშენებლო მასალების წარმოება
- მშენებლობა
- სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი;
- გასტრონომია; სუპერმარკეტების მართვა
ჯგუფის ყველა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქველმოქმედება. ჯგუფის დამფუძნებლები აქტიურად არიან ჩართულნი საქველმოქმედო ფონდ „ქვიშის საათის“ საქმიანობაში. ასევე, ვთანამშრომლობთ ფონდ „იავნანასთან“ და ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ და ხელმოკლე ოჯახებს.