Loader Gif

logo

 
დასრულებული პროექტი
მიმდინარე პროექტი

კრუიზი

1

კომპლექსი “კრუიზი” ეს არის ორიგინალური გემის ფორმის შენობა, რომლის დიზაინიც სპეციალურად შეიქმნა, რათა სტუმრებს ზღვაზე ყოფნის არაჩვეულებრივი განწყობა დაუფლებოდათ. კომპლექსი “კრუიზი” არაჩვეულებრივი ადგილია, ყველა ტიპის სტუმრისათვის. მისი მაშტაბები საშუალებას იძლევა მიიღოს, როგორც საქმიანი ადამიანები სამუშაო ვიზიტით, ასევე დასვენების მოყვარული ტურისტები და თითოეულს მათზე მორგებული მომსახურეობის სრული პაკეტი შესთავაზოს.მრავალფუნქციური კომპლექსში ფუნქციონირებს პრემიუმ კლასის სასტუმრო, რესტორნის დიდი და პატარა დარბაზი, სეზონური 3კაფე ტერასებზე და ლუდხანა ინდივიდუალური კუპეებით, ასევე უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ოთახი შეხვედრებისთვის, გემბანი ღია სივრცეში სხვადასხვა ღონისძიებებისათვის,საბილიარდო და ფიტნესი რომელიც უფასოა სასტუმროს სტუმრებისათვის. სასტუმროს სულ 65 ნომრიანია. ცენტრალურ კორპუსში ფუნქციონირებს 35 სტანდარტული ნომერი, საიდანაც 15ერთადგილიანია 20 ორადგილიანი, შესაძლებელია მათი გადაკეთება და დამატებითი საწოლების დამატებაც. Aახალად გახსნილ კორპუსში 15 მაღალი კლასის ოთახია, აპარტემენტებით და სუითი ნომრებით, რომლებიც განსხვავდებიან ინტერიერით და კომფორტით. სასტუმრო გათვლილია, როგორც საქმიან ადამიანებზე, ასევე ტურისტებზე.