Loader Gif

logo

 
დასრულებული პროექტი
მიმდინარე პროექტი

კომფორტული და მყუდრო გარემო მაჭავარიანის ქუჩაზე

news_5.jpg
1

სამშენებლო კომპანია „ედემი“ გთავაზობთ ბინებს თანამედროვე, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში. 8100 კვ.მ მიწის ფართობზე შენდება სამი ერთსადარბაზოიანი სახლი.

I ბლოკი - 11 სართული

II ბლოკი - 12 სართული

III ბლოკი - 13 სართული

პირველი კორპუსის მშენებლობა დასრულდება 2016 წლის ბოლოს, ხოლო სრული პროექტი დასრულდება 2018 წელს.

საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს მაჭავარიანის ქუჩაზე, ვაშლიჯვარში (ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზაზე, 112ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.)

ძირითადი ხედები ორიენტირებულია აღმოსავლეთით, ქალაქის მიმართულებით, საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი პანორამა. კომპლექსი განლაგებულია სამ დონეზე, ფეხმავალთათვის პანდუსებით დაკავშირების გათვალისწინებით. -2 და -1 დონეზე ფუნქციონირებს დახურული ტიპის ავტოსადგომი, ხოლო ეზოში გათვალისწინებულია ღია ტიპის ავტოსადგომები. II და III ბლოკის პირველ სართულზე განთავსდება კომერციული და საოფისე ფართები.კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო, გასართობი და სპორტული მოედნები.

დაგვიკავშირდით: 599 30 14 18; 2 18 14 04